უელსი-საქართველოს მატჩს პაოლო მაცოლენი განსჯის

8-10-2016, 23:10

როგორც მოგეხსენებათ ხვალ, 9 ოქტომბერს, ქალაქ კარდიფში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა კი უკვე ცნობილია. შეხვედრას იტალიელი რეფერი, პაოლო მაცოლენი განსჯის. იტალიელ მსაჯს აქამდე საქართველოს ნაკრების შეხვედრა არასოდეს განუსჯია.

42 წლის რეფერი უკანასკნელად სანაკრებო შეხვედრას სექტემბერში, მაკედონიისა და ლუქსემბურგის მატჩში მსაჯობდა. რაც შეეხება საერთოდ მის უკანასკნელ ნამსაჯევ მატჩს, ეს გახლავთ იტალიის სერია ა-ში გამართული მატჩი "ემპოლისა" და "იუვენტუსს" შორის. ის შეხვედრა ლევან მჭედლიძის გუნდმა ანგარიშით 0:3 დათმო, მაცოლენიმ კი 3 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა უელსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით