ბეილი: "ხვალ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ"

9-10-2016, 01:17

როგორც მოგეხსენებათ ხვალ გაიმართება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს უელსისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ უელსელთა ლიდერმა გარეთ ბეილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით გუნდი ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვა.

"მეტოქის შეუფასებლობა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. საქართველოს ნაკრები სტაბილური გუნდია,მაგრამ ამის მიუხედავად ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გასულ ტურში დასანანი ქულები დავკარგეთ და დროა კვლავ გავიხსენოთ გამარჯვების გემო."

27 წლის ვინგერმა ასევე მცირე კომენტარი ჯო ალენის ტრავმაზეც გააკეთა:

"რა თქმა უნდა ალენისნაირი ფეხბურთელის დაკლება ჩვენთვის დიდი მინუსია, საქართველოსთვის კი პლიუსი, მაგრამ ჩვენს გუნდში ირიცხებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ მისი შეცვლა." - აცხადებს ბეილი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 დაიწყება.



  • tsandro
  • 9 ოქტომბერი 2016 01:30
ბეილ მაგარი კი ხარ მაგრამ ხვალ ვერაფერს იზავ :3

  • ogafa
  • 9 ოქტომბერი 2016 18:04
იმედია პირველ სამ ქულას ავიღებთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით