ვაისი: "ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით"

9-10-2016, 22:29

უელსთან ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა პირველი კომენტარი გააკეთა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა და უკეთესი შედეგი დაიმსახურა.

"თუ თამაშის დაწყებამდე ვინმე მკითხავდა, ფრის შემთხვევაში რა რეაქცია მექნებოდა, მე ვეტყოდი, რომ ეს იქნებოდა შესანიშნავი შედეგი ჩემი გუნდისთვის. მაგრამ ახლა, თამაშის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ და სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და უმაღლესი ხარისხი ვაჩვენეთ. თავდაპირველი 30 წუთი ოდნავ გაგვიჭირდა და შეცდომებსაც ვუშვებდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა."

"ქულა რა თქმა უნდა კარგი შედეგია, მაგრამ ამის მიუხედავად შედეგით მაინც უკმაყოფილო ვარ. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ასეთი თამაშით სახლში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. სამი შეხვედრის შემდეგ რომ 1 ქულა გვაქვს ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. დარწმუნებული ვარ ასეთი თამაშით შედეგიც მოვა." - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

  • ogafa
  • 9 ოქტომბერი 2016 23:12
შემდეგში გამარჯვებები აუცილებლად

  • lahm16
  • 9 ოქტომბერი 2016 23:19
აბა ვნახოთ ნოემბერში რამდენი ქართველი მივა დინამოზე ბეილი რო ჩამოვა :) ეხლაც იტყვიან ტყუილად მივდივართო

  • googi
  • 10 ოქტომბერი 2016 00:14
beiliss dedac movtyan meee rocaaa iq oqria janoo vako kashiaa mchedlidzee ............................................................ iqnebian

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით