მატჩის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად ქართველი დასახელდა

9-10-2016, 22:45

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა, რომელიც ფრედ 1:1 დამთავრდა.

მატჩს გამოეხმაურა ესპანური გამოცემა GOAL-იც, რომელმაც შეხვედრის ყველაზე ცუდ მოთამაშედ ქართველთა შემტევი ლევან მჭედლიძე დაასახელა. ლევანმა მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში კონტრშეტევისას მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ვერ შეძლო ბურთის გატანა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გუნდს სამი ქულა დააკარგინა. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მისი დაბალი შეფასების მიზეზიც.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე ოქრიაშვილი დაასახელა.

  • lahm16
  • 9 ოქტომბერი 2016 23:18
მჭედლიძეს უნდა გაეტანა, მაგრამ უელსის მხრიდან ბევირ ისეთი მოთამაშე იყო, რომელმაც ლევანზე ცუდათ ითამაშა

  • ogafa
  • 10 ოქტომბერი 2016 00:38
საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით