ბეილი რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა

9-10-2016, 22:41

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს უელსისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო საყურებელი გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მასპინძელთაგან ერთადერთი გოლის გატანა გუნდის ლიდერმა გარეთ ბეილმა მოახერხა. 27 წლის შემტევმა შეხვედრის მე-10 წუთზე შეძლო ზუსტი თავური დარტყმის განხორციელება და საკუთარი გუნდის დაწინაურება.

ამ გოლის წყალობით გარეთს 25 გოლი მოუგროვდა "დრაკონების" მაისურით და მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩება ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირს, ლეგენდარულ იან რაშს. "ლივერპულის" ლეგენდას ნაკრებში სულ 28 გოლი აქვს გატანილი.

თუ გავითვალისწინებთ ბეილის ამჟამინდელ ფორმას და მის ნაკრებში ეფექტურ თამაშს უნდა ვივივარაუდოთ, რომ სულ მალე უელსის ნაკრებს ახალი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ეყოლება.



  • tsandro
  • 9 ოქტომბერი 2016 23:21
რა კლასნი ხარ შეოხერო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით