• 30-06-2023
    დე ლაურენტისი დიდი ფულის გადახდას გეგმავს - ვის შეძენაზე ოცნებობს იტალიელი
    დე ლაურენტისი დიდი ფულის გადახდას გეგმავს - ვის შეძენაზე ოცნებობს იტალიელი

    გავლენიანი იტალიური გამოცემა "Corriere dello sport" აურელიო დე ლაურენტისის გეგმების შესახება ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

    წყაროს ცნობით, იტალიელი დიდი ხანია "ნაპოლიში" ბერგამოს "ატალანტას" ნიდერლანდელი ფეხბურთელის, ტეუნ კოპმაინერსის მოყვანას გეგმავს. 

    როგორც იწერება, 72 წლის კინოპროდიუსერი მზადაა ნახევარმცველში დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადოს, თუმცა მანამდე ბერგამოელებმა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

    აქვე ვეტყვით, რომ კოპმაინერსი "ატალანტას" რიგებს 2021 წეკს შეუერთდა, ამ დროის განმავლობაში მან 63 მატჩი ჩაატარა სადაც 14 გოლითა და 6 ასისიტით გამოირჩა.

    Facebook კომენტარები