რამოსი ერთ თვემდე იუქმებს

10-10-2016, 19:52

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას ოთხ კვირამდე უქმობა მოუწევს.

"ფურია როხას" კაპიტანმა ტრავმა ალბანეთთან მოგებული შეხვედრის დროს მიიღო, რის გამოც მას მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. ფეხბურთელი მატჩის ბოლოსკენ, კერძოდ მე-80 წუთზე ინიგო მარტინეზმა ჩაანაცვლა. რამოსის თამაში უკვე გამოირიცხა შაბათს, "ბეტისის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში და დიდი ალბათობით ფეხბურთელი თვის ბოლომდე ვერ შეძლებს დაბრუნებას.

ამრიგად რამოსი გახლავთ მადრიდის "რეალის" მეოთხე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩის, კაზემიროსა და ხამეს როდრიგესის შემდეგ, რომელიც ლაზარეთში იმყოფება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით