რიბერი: "არ შეიძლება, გრიზმანი მესისა და რონალდოს გვერდით დავაყენოთ"

12-10-2016, 14:32

მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა ფრენკ რიბერიმ მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა. რიბერიმ აღნიშნა, რომ თავისი თანამემამულე ჯერ მზად არ არის, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს.

"გრიზმანი არის შესანიშნავი მოთამაშე, თუმცა ჯერ ნაადრევია "ბარსელონასა" და "რეალის" ლიდერების გვერდით მისი დაყენება. ანტუანმა თავისი კარგი თამაშით ძალიან გაითქვა სახელი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მაღალი კლასის მოთამაშე".

"იმისთვის, რომ გრიზმანმა საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლოს, სჭირდება მეტი სტაბილურობა. მას არ შეუძლია ყველა მატჩი ერთ დონეზე ჩაატაროს. ახლაც ისე უნდა თამაშობდეს, როგორც გასულ სეზონში, ეს კი ასე არ არის", - ამბობს რიბერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით