აგუერომ პრემიერ ლიგის საუკეთესო გოლეადორი დაასახელა

13-10-2016, 15:04

არგენტინელმა თავდამსხმელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

სერხიო აგუერომ იმ ფეხბურთელის ვინაობა გაგვიმხილა, რომელიც, მისი აზრით, ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში გოლების გატანაში ყველა დროის საუკეთესოა.

"რა თქმა უნდა, ამ ჩემპიონატს უამრავი ბომბარდირი ჰყოლია. ეჭვგარეშეა, რომ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ალან შირერი. აგრეთვე, მაიკლ ოუენი, უენ რუნი, ტიერი ანრი", - ამბობს სერხიო აგუერო.

"თუმცა, პირადად ჩემთვის, პრემიერ ლიგის საუკეთესო გოლეადორი ფრენკ ლამპარდია, რომელიც, თანაც, ნახევარმცველია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მქონდა", - განაცხადა არგენტინელმა.

  • Sandro23
  • 13 ოქტომბერი 2016 15:05
ნახევარმცველი ამდენს რომ გაიტანს, დასაფასებელია ნამდვილად

უეინ რუნი არ კვახი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით