მარადონამ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

13-10-2016, 23:03

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ალბათ ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

დიეგო არმანდო მარადონამ ის მოთამაშე დაასახელა, რომელიც, მისი აზრით, დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია.

"ვფიქრობ, ეს ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკია. ის მაღალია და კარგად გამოიყურება. მშვენივრად თამაშობს ფეხით და ძლიერია "მეორე სართულზე" ორთაბრძოლებში. საჯარიმოში მისი მარტო დატოვება არ შეიძლება", - ციტირებს დიეგოს სიტყვებს Marca.

აგრეთვე, მარადონამ განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას საუკეთესოდ იურგენ კლოპი ასრულებს.



  • tsandro
  • 13 ოქტომბერი 2016 23:36
იცის კაცმა :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით