გურამ კაშია: "კლოპის გამო "ლივერპულში" ვითამაშებდი"

15-10-2016, 00:51

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადება გააკეთა.

ქართველი გულშემატკივარის კითხვაზე, თუ რომელ მწვრთნელთან და რომელ გუნდში სურს მას გარსჯა, კაშიამ უპასუხა, რომ ის კლოპის დიდი ფანია და "ლივერპულში" სურს თამაში.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის ჩემპიონატში 2010 წელს თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა და ამ ხნის მანძილზე "ვიტესის" მაისური 186 მატჩში მოირგო. არნემში კაშია ისე უყვართ, რომ რთული წარმოსადგენია, მომდევნო რადენიმე წლის მანძილზე ის რომელიმე სხვა კლუბში ვიხილოთ.

  • Milanista21
  • 15 ოქტომბერი 2016 02:12
ეე შე უგემოვნო კაცო heart_eyes

  • levani25
  • 15 ოქტომბერი 2016 02:15
კაშოოო <3

  • Saba123
  • 15 ოქტომბერი 2016 11:33
Ra unda liverpoolshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით