მილანის "ინტერი" სუპერ-ტრანსფერებს გეგმავს

15-10-2016, 17:18

როგორც ჩანს, "ნერაძურის" ახალი მფლობელი, ჟანგ ჟინდონგი გეგმავს, რომ "ინტერის" შემადგენლობა რაც შეიძლება მალე გააძლიეროს და ყველაფრის დაწყებას პირველ რიგში თავდასხმის ხაზიდან გეგმავს.

როგორც იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport იუწყება, მილანელები მზად არიან ორი ახალი ფორვარდი დაიმატონ, კერძოდ კი "ნერაძური" სერხიო აგუეროსა და ლუის სუარესის გადაბირებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა ზემოხსენებული ტრანსფერების გასაჩარხად. თუმცა ვარაუდობენ, რომ მილანელები უფრო მეტად არგენტინელი თავდამხსმელის დამატებას უფრო ეცდებიან, რადგან მისი "სიტიდან" წასვლის შანსი უფრო დიდია. რაც შეეხება სუარესს, მისი "ბარსელონდანა" წასვლის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან "ბლაუგრანა" აპირებს რომ იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად "ინტერმა" ევროასპარეზზე 2010 წელს მიაღწია წარმატებას, როდესაც მათ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგეს, მას შემდეგ კი გუნდის შედეგები სულ უფრო და უფრო უკან მიდის.



  • levani25
  • 16 ოქტომბერი 2016 19:58
შანსი არაა ინტერში არავინ წავა ეგეთი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით