"მანჩესტერი" გრიზმანის ტრანსფერზე მუშაობას უკვე იწყებს!

16-10-2016, 18:59

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ბაზრებზე ხმაურიანი ტრანსფერები უკვე ტრადიციად აქცია. ამჯერად "წითელი ეშმაკები" პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის გადაბირებას ეცდებიან.

როგორც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "The Sun"-ი იტყობინება, "მანჩესტერში" უეინ რუნის ძირითადი შემადგენლობის მუდმივ ფეხბურთელად აღარ იიჩნევენ და ამიტომ ყველაფერს გაიღებენ, რომ ფრანგი შემტევი პრემიერ ლიგაში წაიყვანონ.

მოგეხსენებათ, გრიზმანს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ და "ატლეტიკოც" უკვე ფიქრობს მის სარფიან გასხვისებაზე, ამიტომ "ეშმაკები" გეგმავენ, რომ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყონ და ზაფხულში მოსალოდნელ მაღალ კონკურენციას თავი აარიდონ.



  • levani25
  • 16 ოქტომბერი 2016 19:54
კი დაუჯდებათ ერთი 200 ლიმონი bowtie

  • Milanista21
  • 16 ოქტომბერი 2016 20:02
ციტატა: levan123
კი დაუჯდებათ ერთი 200 ლიმონი

არ აქვთ თუ რა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით