"ბარსელონას" იანვრის პირველი ტრანსფერი უკვე ცნობილია!

18-10-2016, 12:13

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" ახალგაზრდა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველ იერის მინასთან წინასწარ შეთავხმებას უკვე მიაღწია და იანვარიდან ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილავთ.

აღნიშნული ინფორმაცია თავად მინას აგენტმაც დაადასტურა: "დიახ, ჩემი კლიენტი მომავალი წლიდან "ბლაუგრანას" ღირსებას დაიცავს. არის შანსი, რომ ის სხვა გუნდში გადავიდეს, მაგრამ ეს თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენ მოვიხიბლეთ კატალონიური კლუბის შეთავაზებით".

ცნობილია, რომ "პალმეირასის" 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ, რომელსაც კოლუმბიის მთავარ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბარსელონა" 9 მილიონ ევროს გადაიხდის და მასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.



  • levani25
  • 18 ოქტომბერი 2016 15:48
მასკერანოს დაერხა

  • Milanista21
  • 18 ოქტომბერი 2016 18:34
ნეტა რათ უნდათ ეს და ამდენ ბავშვს რატო ყიდულობენ smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით