ვაკო ყაზაიშვილი მადრიდის "რეალთან" შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

18-10-2016, 21:27

როგორც მოგეხსენებათ დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და ვარშავის "ლეგია" დაუპირისპირდებიან.

რამდენიმე წუთის წინ კი გუნდების ოფიციალური შემადგენლობები გახდა ცნობილი. სამწუხაროდ ვარშაველთა ქართველი ლეგიონერი "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდორზე პირველივე წუთებიდან არ დაიწყებს თამაშს, თუმცა დიდი ალბათობით იგი სათადარიგოთა სკამიდან მეორე ტაიმში ჩაერთვება და იმედი გვაქვს მოახერხებს თამაშში აქტიურად ჩართვას.

სულ გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

"რეალი" - ნავასი; დანილო, პეპე, ვარანი, მარსელო; კროოსი, ხამესი, ასენსიო; რონალდო, ბეილი, ბენზემა.
"ლეგია" - მალასი; ჟერინსკი, ჰლუსკი, რზეზნიჩაკი, ბერეზუნსკი; იადლოვეცი, რადოვიჩი, ოჯიჯა, ოფოე, გილერმე; ნიკოლიჩი.



  • tsandro
  • 18 ოქტომბერი 2016 21:32
წარმატებები ვაკო <3

  • Bernabeu
  • 18 ოქტომბერი 2016 22:17
Amas gaapucheben polonetshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით