რა შეფასება მიიღო ყაზაიშვილმა?

19-10-2016, 00:42

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და ვარშავის "ლეგია" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

სტუმართა რიგებში შეხვედრის 74-ე წუთზე მოედანზე გილერმეს ნაცვლად ქართველი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი შემოვიდა. ქართველმა ნახევარმცველმა გამოცემა WhoScored-ის მიხედვით 6.0 შეფასება დაიმსახურა. ვაკო თამაშში მეტ-ნაკლებად აქტიურად ჩაერთო და სულ 6-ჯერ მიიღო ბურთი. ყაზაიშვილმა რამდენიმე ეპიზოდში სცადა თამაშის გამწვავება და შეიძლება ითქვას რომ კარგადაც გამოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ ვარშაველებს მომდევნო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე 2 კვირაში, მადრიდის "რეალთან" საშინაო არენაზე უწევთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით