"ჩელსის" პეპეს შეძენა სურს

19-10-2016, 15:50

როგორც ჩანს ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის მთლიანად 3 მცველიან ტაქტიკაზე გადაწყობას აპირებს და ამისთვის იგი აქტიურად ეძებს ცენტრალურ მცველებს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" ცდილობენ რომ მადრიდის "რეალიდან" პორტუგალიელი მცველი, კეპლერ პეპე წამოიყვანონ. წყაროს ინფორმაციით ლონდონელთა შანსებს ერთი ფაქტორი ზრდის. 33 წლის მცველს მადრიდული გრანდი მხოლოდ 1 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მაშინ როდესაც თავად ფეხბურთელს კიდევ 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. დიდი ალბათობით "ლურჯები" სწორედ ამ შანსის გამოყენებას აპირებენ და ეცდებიან, რომ პეპე ზამთარშივე გადაიბირონ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი 2007 წელს გადაბარგდა მადრიდის "რეალში" და მას შემდეგ 320 შეხვედრის გამართვა მოასწრო ლა ლიგის მასშტაბით.



  • tsandro
  • 19 ოქტომბერი 2016 18:45
პეპიტოს ხელი ბიჭოო :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქინქლაძე მას არც უნდა შეადარო! ის საუკეთესო იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით