"ლაციო" ლაპადულას გადაბირებას ეცდება!

19-10-2016, 19:38

აპენინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" იტალიელი ფორვარდი ჯანლუკა ლაპადულა რომის "ლაციოს" მესვეურების ინტერესთა სფეროში მოექცა, რომელთაც სერია ბ-ს გასული სეზონის ბომბარდირი ფილიპ ჯორჯევიჩის შემცვლელად სჭირდებათ.

როგორც "calciomercato.com"-ი იტყობინება, რომაული კლუბი 29 წლის სერბ ფორვარდს ზამთარში ფრანგული "ლიონის" რიგებში გაასხვისებს, ტრანსფერში მიღებულ თანხას კი ლაპადულას შეძენას მოახმარს.

"როსონერის" 26 წლის ფორვარდმა, რომელიც სერია ბ-ში "პესკარას" რიგებში ასპარეზობდა და ერთ სეზონში გატანილი 27 გოლით საუკეთესო გახდა, სერია ა-ში ასპარეზობა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო - საწყის 8 ტურში მოედანზე სულ 4-ჯერ გამოჩნდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით