ანჩელოტი: "კარგი მატჩი გამოვიდა"

20-10-2016, 01:20

"პსვ"-სთან 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით თამაში ძალიან კარგი და სანახაობრივი გამოდგა:

"როგორც ველოდით მშვენიერი მატჩი ჩავატარეთ. თუ არ ჩავთვლით მცირე პრობლემებს პირველი ტაიმის ბოლოს, სხვა დანარჩენი ძალიან კარგი იყო. პირველი 30 წუთის კარგად ჩატარების შემდეგ უკვე სივრცეები გავხსენით და მართლაც ლამაზი საყურებელი შეხვედრა გამოდგა. მეტოქემ ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანა კონტრშეტევიდან, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ მალევე მოვეგეთ გონს და სასურველი ანგარიშით დავასრულეთ შეხვედრა." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები 2 კვირაში განმეორებით მატჩს, ეინდჰოვენში გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაესწრება თუ არა ბელარუსთან მატჩს მაყურებელი - ბოლო ინფორმაცია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით