კანკავა ნაკრებს უბრუნდება?

21-10-2016, 15:54

ქართველი გულშემატკივრისთვის დღეს საკმაოდ სასიხარულო ახალი ამბავი გაჟღერდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა, ჯაბა კანკავას დაბრუნებასთან დაკავშირებით შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:

"რა თქმა უნდა ჯაბა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. როგორც მან მითხრა, ის "რეიმსში" უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, 12 ნოემბრისთვის მზად იქნება", - ამბობს ვლადიმერ ვაისი.

"კანკავას მოლდოვას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში აუცილებლად ვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ ის თავისი ნაკრების დახმარებას შეძლებს", - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.



  • Sandro23
  • 21 ოქტომბერი 2016 15:55
ძალიან მაგარი იქნება კანკავა - გვილიას დუეტი

  • levani25
  • 22 ოქტომბერი 2016 13:18
აუუუ მაგარია გაასწორა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით