აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი: "FIFA-ს წევრის სტატუსი გვსურს"

21-10-2016, 22:53

არაღიარებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ე.წ. პრემიერმინისტრმა, არტურ მიქვაბიამ პრესასთან საუბარში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს რათა სულ მალე FIFA-ს წევრი გახდეს.

"აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მთავროვასთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა FIFA-ს წევრის სტატუსი მივიღოთ. გასულმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ჩვენ გუნდს შეუძლია მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის მიღება."

"FIFA-ს ორგანიზაციაში ჩვენ უკვე ვხედავთ ისეთ წევრებს, რომლებიც მსოფლიო ერების გაერთიანებაში არ შედიან. მაგალითად კოსოვო და გიბრალტარი. აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავწევრიანდეთ ჩვენც." - განაცხადა არტურ მიქვაბიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეში აფხაზეთმა არაღიარებული ქვეყნების მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა და სწორედ მას შემდეგ გაჩნდა სურვილები FIFA-ში გაწევრიანების.



  • chelsea1905
  • 22 ოქტომბერი 2016 01:28
კი ელოდონ

  • levani25
  • 22 ოქტომბერი 2016 13:15
მოინდომეს ბიჭებმა smile

  • gaucho80
  • 22 ოქტომბერი 2016 19:28
რო კითხონ სადაურები ხართო რას ეტყვიან ნეტა smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით