• 30-06-2023
    პორტუგალიელი აწუწუნდა: "არასამართლიანია, საქართველომ გოლი ამ წესის დარღვევით გაგვიტანა"
    პორტუგალიელი აწუწუნდა: "არასამართლიანია, საქართველომ გოლი ამ წესის დარღვევით გაგვიტანა"

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

    ტომას არაუჟო ფიქრობს, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაში პირველი გოლი არასამართლიანად ჩაითვალა:

    “საქართველოსთან შეხვედრაში დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა, თუმცა ფეხბურთში მსგავსი შედეგები ფიქსირდება. ჩემი აზრით, ქართველების პირველი გოლის დროს ჯარიმა იყო, რადგან მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აშკარად ხელი მიბიძგა. შევეცადეთ, ამაზე არ გვეფიქრა, თუმცა ვერაფერი გამოვიდა. ის შეხვედრა ჩემთვის მძიმე გამოდგა. რთული დღეები მქონდა, თუმცა გუნდი ამ პერიოდის გადალახვაში დამეხმარა”. - განაცხადა არაუჟომ.

    ცნობისთვის, საქართველოს 1/4 ფინალში ისრაელს დაუპირისპირდება, პორტუგალია კი ინგლისს შეხვდება.

    Facebook კომენტარები