კანკავამ სრული მატჩი ჩაატარა!

22-10-2016, 23:54

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრაში ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად "ლანსს" დაუპირისპირდა და 1:1-ზე დაუზავდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმა ძალიან მძიმე ბოლომდე მოიშუშა, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 90 წუთის მანძილზე შეუცვლელად ითამაშა.

კანკავას ტრავმის მოშუშების შემდეგ "რეიმსის" რიგებში თამაშის შანსი მეორედ მიეცა, თუმცა ჩემპიონატის 2016/17 წლების სეზონში მისთვის "ლანსის" წინააღმდეგ პირველი იყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართელოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმაც დაადასტურა, რომ ჯაბა თბილისში, 12 ნოემბერს, მოლდოვასთან გასამართ მატჩისთვის განაცხადში იქნება. 



  • ogafa
  • 23 ოქტომბერი 2016 10:32
ყოჩაღ კარგია

  • mate
  • 23 ოქტომბერი 2016 12:34
კარგია საქართველოს შეუერთდება

  • levani25
  • 24 ოქტომბერი 2016 01:38
ძალიან გვაკლდა ბოლო თამაშებში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით