კახა ცხადაძის 21-ე გამარჯვება და მეორე ადგილი ყაზახეთის ჩემპიონათში

23-10-2016, 18:33

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში კახა ცხადაძის "ქაირათი" შოთა გრიგალაშვილის "ირტიშს" ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა გოლით თავი ვერ გამოიჩინა. კახა ცხადაძის გუნდმა კი რიგით 21-ე გამარჯვება მოპიპვა და მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ქაირათი" პირველ ადგილზე მყოფ "ასტანას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლიდერებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ვიდრე ცხადაძის გუნდს.

ასე რომ, ჩემპიონობის შანსი მინიმალურია, თუმცა ალმათელებს ევროზონაში მოხვედრა განაღდებული აქვთ.

"ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. კარგად ვითამაშეთ, რაც მთავარია, ინიციატივას ვფლობდით, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. გატანილი გოლის შემდეგ "ირტიში" შეტევაში წავიდა, რამაც თავისუფალი ზონები მოგვცა და ეს კარგად გამოვიყენეთ. მთავარი შედეგია, ახლა სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა ვიზრუნოთ", - აცხადებს ცხადაძე მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.




  • levani25
  • 24 ოქტომბერი 2016 01:32
დიდი შეცდომა იყო ამის გათავისუფლება

  • Milanista21
  • 24 ოქტომბერი 2016 01:48
ციტატა: levani25
დიდი შეცდომა იყო ამის გათავისუფლება

martalia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით