ვლადიმერ ვაისი მჭედლიძის ალტერნატივებს განიხილავს

23-10-2016, 19:10

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებელი თამაშით დაიწყო. მართალია, "ჯვაროსნებმა" 3-დან 2 მატჩი წააგეს, თუმცა ხარისხის მხრივ პროგრესი ნამდვილად იგრძნობა - გასვლით მატჩებშიც კი ბურთის ფლობა და ინიციატივა ქართველების სასარგებლოდ იყო, თუმცა დამაგვიგვინებელ ფაზაში გუნდს აშკარად კვლავ უჭირს.

ირლანდიასთან და უელსთან გამართული მატჩების შემდეგ ქართველი გულშემატკივარი ვლადიმერ ვაისის მხრიდან თავდასხმის ხაზში ცვლილებებს მოითხოვდა. ქომაგებს ლევან მჭედლიძის არადამაჯერებელი თამაშის გამო სურთ, რომ შანსი მიეცეს ვენის "რაპიდის" ახალწვეულ გიორგი ქვილითაიას, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

მართალია, ბოლო დროს "ემპოლის" ქართველ ფორვარდს ხშირად აქვს ტრავმები და იდეალურ ფორმაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა, თუმცა კლუბში სათამაშო დროის სიმცირეს აქამდეც განიცდიდა. ვერ ვიტყვით, რომ ლევანი ნაკრებში ცუდად ასპარეზობს, დაცვასაც ხშირად ეხმარება, შეტევაშიც აწუხებს მეტოქე გუნდის მცველებს, თუმცა შეტევის გადამწყვეტ ფაზაში მის თამაშს იდეალურს ვერ ვუწოდებთ.

ასე რომ, შესაძლოა, 12 ნოემბერს, მოლდოვასთან თბილისში გასამართ მატჩში განსხვავებული თავდასხმა ვიხილოთ. ვლადიმერ ვაისი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მაგალითად ნიკა კაჭარავა, დავით სხირტლაძე და სხვა ახალგაზრდები, თუმცა მთავარ კანდიდატად სწორედ გიორგი ქვილითაია მოიაზრება.



  • levani25
  • 24 ოქტომბერი 2016 01:32
გელაშვილი ნუ დამიკარგეთ smile

  • toni kroos
  • 24 ოქტომბერი 2016 14:00
ფული შევაგროვოთ და ლევანდოვსკი ვიყიდოთ..ისიც ლევანაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით