აგუეროსთვის გრანდები იბრძვიან

24-10-2016, 23:04

როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" სერიოზული შიდა პრობლემებია და შესაძლოა სულ მალე კლუბი რამდენიმე ლიდერმა დატოვოს.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Express იუწყება, კლუბის არგენტინელი ფორვარდი კუნ აგუერო უკმაყოფილოა მწვრთნელის მიერ წინა კვირაში საქციელებით და ამის გამო კლუბის დატოვებას გეგმავს. გვარდიოლამ გასულ კვირაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, კატალონიის "ბარსელონასთან" დასვა არგენტინელი ფორვარდი სათადარიგო სკამზე, რაც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ჭორების დონეზე კი უკვე დაიწყო იმ გუნდების სავარაუდო სიის შედგენა, სადაც შესაძლოა აგუერო გადავიდეს. ამ სიაში ფავორიტებად მადრიდის "რეალს", "მილანსა" და "პსჟ"-ს განიხილავენ. წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი კლუბის დატოვების შემთხვევაში დიდი ალბათობთ ამ სამიდან ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფორვარდი "ქალაქელთა" რიგებს 2011 წელს შეუერთდა და პირველივე სეზონში მისივე გატანილი "ოქროს გოლით" კლუბმა ნანატრი პრემიერლიგის ტიტული აწია.



  • lahm16
  • 25 ოქტომბერი 2016 16:06
არ წავა სიტიდან, მითუმეტეს რაც პეპი მოვიდა, მაგრამ პაკტია ვერ ვითარდება სიტიში, ლალიგაში უფრო კარგი იქნებოდა innocent

  • Mesut Ozil
  • 25 ოქტომბერი 2016 17:21
ara mgonia wavides sitidan

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით