გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში მიიწვიეს!

26-10-2016, 01:41

"Р-Спорт"-ის ინფორმაციით, რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჯიქია გაფართოებულ სიაში ჰყავს შეყვანილი და მომდევნო წელს ნაკრების ერთ-ერთ შეკრებაზე მისი გამოძახება სურს.

 ეს ინფორმაცია გიორგის კლუბის, "ამკარის" მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაადასტურა: "დიახ, ჯიქია რუსების სანაკრებო ინტერესში ნამდვილად არის. მე ვესაუბრე ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს, რომელმაც მითხრა, რომ მის მომავალს რუსეთის ნაკრებში ხედავს. ჩემი გუნდის სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, ჩვენ მხოლოდ ჯიქიაზე ვისაუბრეთ", - ამბობს გაჯიევი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯიქიას მომავალთან დაკავშირებით ალექსანდრე იაშვილმაც ისაუბრა, რომელმაც 22 წლის ქართველისადმი ინტერესი და მასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა. ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება გიორგის სანაკრებო კარიერა.



  • levani25
  • 26 ოქტომბერი 2016 02:05
მოუნდომებიათ... იმედია ჩვენსკენ წამოვა

  • Sandro23
  • 26 ოქტომბერი 2016 16:21
არავითარ შემთხვევაში!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით