ლევანდოვსკი კვლავ არ აგრძელებს კონტრაქტს "ბაიერნთან"

26-10-2016, 18:39

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი კვლავ არ აგრძელებს კლუბთან ხელშეკრულებას, დღეს ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა.

ცოტა ხნის წინ პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ახალ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "ბაიერნთან", თუმცა დღეს რობერტის აგენტმა ეს ინფორმაცია უარყო.

"ლევანდოვსკის ჯერ ახალი კონტრაქტი კლუბთან არ გაუფორმებია. მედიაში გავრცელებული ყველა ინფორმაცია ამ საკითხზე არის აფსურდი." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

მიმდინარე სეზონში პოლონელმა შემტევმა ყველა ტურნირზე "ბაიერნის" მაისურით 12 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით