აგუეროსთვის ბრძოლაში ბრიტანული გრანდებიც ჩაერთვნენ

27-10-2016, 19:30

როგორც ჩანს, მანჩესტერ "სიტისა" და არგენტინელი ფორვარდის, კუნ აგუეროს გზები ნელ-ნელა იყრება.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით 28 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ლონდონური გრანდები: "ჩელსი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" ჩაერთნენ.

როგორც მოგეხსენებათ, პეპ გვარდიოლასა და კუნ აგუეროს შორის სიტუაცია დაიძაბა, რითიც სარგებლობა ლონდონის "ჩელსის" სურს. "არისტოკრატები" ფიქრობენ, რომ დიეგო კოსტასთან ერთად გუნდს კიდევ ერთი მაღალი დონის თავდამსხმელი არ აწყენდათ. თავის მხრივ, მათ მთავარ კონკურენტად ამ ტრანსფერში "არსენალი" მიიჩნევა. "მეთოფეებს" აგერ უკვე რამდენი წელია სტაბილური თავდამსხმელი არ ჰყოლიათ და ვენგერი ფიქრობს, რომ ამ პრობლემას არგენტინელი ბომბარდირის დამატებით გადაჭრის. რაც შეეხება "ტოტენჰემს", წყაროს ცნობით "დეზები" აგუეროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებენ, თუკი ჰარი კეინი გადაწყვიტავს "ვაით ჰართ ლეინიდან" წასვლას.

შეგახსენებთ, რომ აგუერო "ქალაქელთა" რიგებს 2011 წელს შეუერთდა და იმავე სეზონში მოახერხა პრემიერლიგის თასის მომტანი გოლის გატანა.



  • tsandro
  • 28 ოქტომბერი 2016 00:33
რეალში წამოვიდეს რა ესბიჭი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით