რუსეთის თასი. "კრილია" ლორიას გარეშე გავარდა, ოქრიაშვილი "კრასნოდართან" ერთად 1/4 ფინალშია

28-10-2016, 15:06

გუშინ რუსეთის თასის შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობას ის გუნდებიც იღებენ, რომელთა შემადგენლობაშიც ქართველი ლეგიონერები ირიცხებიან.

"კრილია სოვეტოვი" 1-3 მოსკოვის "ლოკომოტივი"

მასპინძლებმა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარეს. მოსკოველები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას და 63-ე წუთისთვის მეტოქეს ანადგურებდნენ კიდეც, თუმცა შემდეგ "კრილიასგან" პრესტიჟის გოლი მაინც მიიღეს.

მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს გიორგი ლორია, რომელსაც მთავარმა მწვრთნელმა ევგენი კონიუხოვი არჩია.

"კრასნოდარი" 3-2 "ორენბურგი"

1/8 ფინალურ შეხვედრაში საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება გაიმართა. "კრასნოდარმა" ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ, მომდევნო ეტაპის საგზური დამატებით დროში მოიპოვა.

თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში ვერ მოხვდა, თუმცა მოედანზე ძირითადი დროის მიწურულს გამოჩნდა და დამატებით დროში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. მისი გუნდი 1/4 ფინალში ითამაშებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით