ოქრიაშვილი: "მარსელში" ტრანსფერი ახალი პრეზიდენტის გამო ჩაიშალა"

29-10-2016, 00:43

მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი ფრანგულ "მარსელში" გადადიოდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ახლახანს კომენტარი თავად თორნიკემ გააკეთა, რომელმაც "კრასნოდარის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეთანხმება ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო ჩაიშალა.

"მარსელთან" ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, სამედიცინო შემოწმებაც კი გავიარე, ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ უკვე კონტრაქტს ამზადებნენ, თუმცა მალევე შევიტყე, ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც კლუბი იმ პერიოდში ჩაიბარა, ჩემი ტრანსფერი ჩაშალა. შემდეგ ნაკრებში დავბრუნდი, რამდენიმე დღეში კი "კრასნოდარში" მიმიწვეს და ასე აღვმოჩნდი ამ გუნდში. აქ ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობდა, მათგან ყოველთვის კარგი მესმოდა და მეც არ ვიყოყმანე", - ამბობს ოქრიაშვილი. 



  • levani25
  • 29 ოქტომბერი 2016 02:20
კრასნოდარიც არაა ცუდი გუნდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით