ვაკო ყაზაიშვილი "პოტენციურ ჩემპიონებში" გადადის!

29-10-2016, 19:34

ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლეგიას" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი თავის ახალ გუნდს იდეალურად ვერ შეეწყო. ვარშავაში ჩვენებურის თამაშით მოხიბლულები ვერ არიან და დიდი ალბათობით, მისი პოლონური კარიერა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებასთან ერთად წარსულს ჩაბარდება.

მოგეხსენებათ, ვაკო "ვიტესის" მფლობელობაში იმყოფება, თუმცა როგორც ჰოლანდიური პრესა იტყობინება, ქართველი არნემში არ დაბრუნდება და მისი კარიერა "ფეინოორდში" გაგრძელდება.

როტერდამულმა კლუბმა ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს: 13 ტურის შემდეგ - 32 ქულით "ფეინოორდი" სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, ჩემპიონობასაც უწინასწარმეტყველებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურსაც მოიპოვებენ.

აღსანიშნავია, რომ "ფეინოორდის" თავკაცი ჯოვანი ვან ბრუნხოშტი ვაკო ყაზაიშვილის თამაშით ყოველთვის მოხიბლული იყო ახლა კი, შანსს, რომელიც იანვარში მას მიეცემა, ხელიდან არ გაუშვებს და დიდი ალბათობით, ქართველ ფეხბურთელს გადაიბირებს.

ცნობისათვის, ვან ბრუნხოშტს ვაკოს დამატება დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაუჯდება.



  • levani25
  • 29 ოქტომბერი 2016 22:39
იმედია შედგება ეს ტრანსფერი გაასწორებს :3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით