კაჭარავამ "კარმიოტისასთან" მატჩში პოკერი გაიფორმა (ვიდეო)

29-10-2016, 20:18

დღეს გაიმართა კვიპროსის პირველი დივიზიონის შეხვედრა, რომელშიც "აჩნასი" "კარმიოტისას" მასპინძლობს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ "აჩნასის" რიგებში ოთხივეჯერ თავი ქართველმა თავდამსხმელმა, ნიკუშა კაჭარავამ გამოიჩინა. 22 წლის ფეხბურთელმა გოლები 30-ე, 43-ე, 47-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. კაჭარავამ მოედანზე სრული, 90 წუთი გაატარა. მასპინძელთა რიგებში ასევე ირიცხება მეორე ქართველი ფეხბურთელი გიორგი ილურიძეც, რომელიც მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურიც იყო, თუმცა თავი გოლით ან საგოლე პასით არ გამოუჩენია.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავა კვიპროსული კლუბის რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მისთვის დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლები სადებიუტოა.

იხილეთ ვიდეო:
 



  • ogafa
  • 29 ოქტომბერი 2016 21:23
ყოჩაღ კარგია პოკერი

  • tsandro
  • 29 ოქტომბერი 2016 22:05
საღოლ ნიკუშ! <3

  • levani25
  • 30 ოქტომბერი 2016 01:38
საღოლ ამას რა..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით