ჭანტურიამ "ტერეკს" გაუტანა (ვიდეო)

30-10-2016, 13:37

ამ წუთებში მიმდინარეობს რუსეთის პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც "ურალი" გროზნოს "ტერეკს" მასპინძლობს. ანგარიში 35-ე წუთისთვის 1:0-ია, მასპინძელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ "ურალის" შემადგენლობაში ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი გიორგი ჭანტურია გახლავთ. 23 წლის ნახევარცმველმა თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გარდასახა და "ურალი" დააწინაურა". თუმცა სამწუხაროდ მატჩის 33-ე წუთზე ჭანტურიამ დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

გიორგისთვის ეს გოლი რიგით მესამეა მიმდინარე სეზონში, თუმცა აქამდე მას მხოლოდ რუსეთის თასზე ჰქონდა გოლები გატანილი.

იხილეთ ვიდეო:
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით