ლეგიონი: ჭანტურიას გოლი და მარცხი, ოქრიაშვილის და კაკაბაძის ფრეები

31-10-2016, 15:11

ქართველი ლეგიონერები უცხოეთში ასპარეზობას აგრძელებენ.

"ურალი" 1-4 "ტერეკი"

მასპინძელთა მიერ ამ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი ბურთი სწორედ ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა. მატჩის საწყის წუთებში გიორგი ჭანტურია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს და შემდეგ მოპოვებული პენალტი გამოიყენა.

სამწუხაროდ, 33-ე წუთზე ჭანტურია დაშავდა და მოედნის დატოვებამ ნაადრევად მოუწია. საბოლოოდ, მისი გუნდი ანგარიშით 1-4 განადგურდა.

"ხიმნასტიკი" 2-2 "მალიორკა"

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში, "ხიმნასტიკმა", რომლის შემადგენლობაშიც ოთო კაკაბაძე ირიცხება, "მალიორკას" უმასპინძლა. შეიძლება, ითქვას, რომ ტარაგონელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და სეზონის პირველ სამ ქულასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ფრეს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოთო კაკაბაძე ძირითადში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა.

"ანჟი" 0-0 "კრასნოდარი"

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველად, თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. სამწუხაროდ, "ანჟი არენაზე" მან თავის გამოჩენა ვერ შეძლო. "კრასნოდარი" ცხრილში მეხუთე პოზიციაზე რჩება.



  • Sandro23
  • 31 ოქტომბერი 2016 16:03
მეტი დრო ოქრიაშვილს!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით