არგენტინელის მორიგი რეკორდი

2-11-2016, 01:25

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე კატალონიის ბარსელონას უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით, 3:1 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 54-ე აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ლეგენდარული რაულის რეკორდი (53 გოლი) გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ მესი ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისური კლუბის კარში სულ 6 გოლი აქვს გატანილი - ამ მხრივ, მისი "მსხვერპლი" "მანჩესტერ სიტია".

  • lahm16
  • 2 ნოემბერი 2016 01:48
რა ცხოველია ლეო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით