გუნდები, რომლებმაც 1/8 ფინალში თამაში გაინაღდეს

2-11-2016, 01:34

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის პირველი მატჩები, შესაბამისად უკვე გამოვლინდა რამდენიმე ის კლუბი, რომელმაც 1/8 ფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.

A ჯგუფი. ამ ჯგუფს თავიდანვე ორი გამოკვეთილი ფავორიტი ყავდა, შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ 4 ტურის შემდეგ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს ლონდონის "არსენალმა" და "პსჟ"-მ. დღეს "მეთოფეებმა" რაზგრადის "ლუდოგორეცს" გასვლაზე სძლიეს და 10 ქულამდე ავიდნენ, რითაც გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე თამაში. რაც შეეხება პარიზელებს, მათ "ბაზელს" სძლიეს ანგარიშით 1:2 და შესაბამისად ისინიც მიუწვდომელები არიან შვეიცარიული კლუბისთვის. ახლა გასარკვევი მხოლოდ პირველადგილოსნის ვინაობაა.

D ჯგუფი. ამ ჯგუფში, ისევე როგორც პირველ ჯგუფში თავიდანვე პრაქტიკულად ყველაფერი გარკვეული იყო. დღეს მადრიდის "ატლეტიკომ" თავისი შეხვედრა როსტოვთან" 2:1 გამარჯვებით დაასრულა, რითაც 12 ქულა მოაგროვა და გაინაღდა 1/8 ფინალში თამაში. ამავე ჯგუფში "ბაიერნმა" გასვლაზე "პსვ"-ს სძლია ანგარიშით 1:2 და ისინიც "ატლეტიკოს" გზას ადგანან 9 ქულით. ამ ჯგუფშიც გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ რომელი კლუბი გავა პირველ ადგილზე, "ბაიერნი" თუ "ატლეტიკო".

  • lahm16
  • 2 ნოემბერი 2016 01:53
ბაიერნი მოუგებს სახლში ატლეტიკოს

  • tsandro
  • 2 ნოემბერი 2016 02:25
ხვალ რეალიც დაემატებათ :3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით