დე ბრუინი: "დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ"

2-11-2016, 01:57

მანჩესტერ "სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა კატალონიის "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

დე ბრუინის განცხადებით მისმა გუნდმა დღეს შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.

"ჩვენ ვიყავით უდიდესი წნეხის ქვეშ, რადგა ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად გვქონდა ცოტა შეცდომები, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენი თამაშის სტილი ყველამ კარგად იცის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველაფერი იდეალური იყო." - განაცხადა 25 წლის ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში "სიტის" მიერ გატანილი 3 გოლიდან ერთ-ერთის ავტორი სწორე დე ბრუინი გახლდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით