გუნდოგანი: "ბარსელონა" დავჩაგრეთ"

2-11-2016, 02:02

მანჩესტერ "სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ილკაი გუნდოგანმა "ბარსელონასთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მატჩის გმირის განცხადებით მისმა გუნდმა "ბარსელონას" სრულად აჯობა.

"თავდაპირველად ცოტა ნერვიულად დავიწყეთ შეხვედრა, რასაც გოლი მოჰყვა ჩვენს კარში. თუმცა ამის შემდეგ თავდაჯერებულობა დავიბრუნეთ და მეორე ტაიმი წარმოუდგენლად ჩავატარეთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს "ბარსელონა" სრულიად დავჩაგრეთ." - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდოგანმა დღევანდელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც მიიღო.



  • tsandro
  • 2 ნოემბერი 2016 02:13
მართალია ესკაცი

  • lahm16
  • 2 ნოემბერი 2016 02:16
აი როგორ მევასებოდა გუნდოგანი 2012-2013 წლების სეზონში sunglasses

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით