ანჩელოტი: "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"

2-11-2016, 02:10

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "პსვ"-სთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, დღევანდელი გამარჯვება მისი გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.

"მე ვეცადე, რომ შემეცვალა ტაქტიკა და გვეთამაშა ორი გარემარბით, რაც უფრო მეტ სივრცეებს მოგვცემდა. ამან კი შედეგი გამოიღო და ლევანდოვსკიმ გოლის გატანა მოახერხა. მატჩი საკმაოდ რთულად დავიწყეთ და შემდეგ ნელ-ნელა მოვახერხეთ დაბრუნება. მეორე ტაიმში უფრო სწრაფი თამაში დავიწყეთ, რითაც შანსები შეგვექმნა. ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია გუნდისთვის." - განაცხადა 57 წლის იტალიელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა ამ მოგებით 2 ტურით ადრე გაინაღდეს 1/8 ფინალურ ეტაპზე თამაში.



  • hovden
  • 2 ნოემბერი 2016 02:32
ვერაა ხოდზე ბაიერნი ჯერჯერობით ლიგაზე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით