გვარდიოლა: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვძლიეთ"

2-11-2016, 02:23

მანჩესტერ "სიტის" ესპანელმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლა ყოფილ კლუბთან გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

გვარდიოლამ "ბარსელონას" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა და განაცხადა, რომ გახარებულია ამ გამარჯვებით.

"მათ შესანიშნავი 30 წუთი ჰქონდათ და ამ დროის მანძლილზე უამრავი პრობლემა შეიქმნა ჩვენს კართან, თუმცა საბედნიეროდ გოლმა ყველაფერი შეცვალა. მეორე ტაიმში ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით კონტრშეტევებზე და გამარჯვება დავიმსახურეთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ბიჭების თამაშით, რადგან პირველად ისტორიაში, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვძლიეთ." - განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შედეგად "ქალაქელებს" 7 ქულა დაუგროვდათ და 3 ქულა აშორებთ ჯგუფიდან გასვლამდე.



  • tsandro
  • 2 ნოემბერი 2016 02:24
მაინც მაგარი ქინძიხარ :D

  • hovden
  • 2 ნოემბერი 2016 02:29
damsaxurebulad gaimarjva citym

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით