"ბარსელონას" სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერ სიტისთან" 3-1 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"პირველი ტაიმი ჩვენ მეტოქეზე ბევრად უკეთ ჩავატარეთ და ნამდვილად არ ვიმსახურებდით ასეთ ანგარიშს. მეორე ტაიმი სიტიმ შესანიშნავად დაიწყო. ჩვენ გვქონდა ბევრი მომენტი და ვალდებულები ვიყავით გამოგვეყენებინა."
"პანიკის საფუძველი არ არსებობს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ცუდადაა მდგომარეობა მაშინ, როდესაც სხვა გუნდზეა შენი ჯგუფიდან გასვლა დამოკიდებული." - განაცხადა სუარესმა.