მერებაშვილი: "ახლაც თქვით, რომ პოლონეთის ჩემპიონატი დაბალი დონეა"

3-11-2016, 03:15

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მადრიდის "რეალი" ვარშავაში "ლეგიას" ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად 3:3-ზე დაუზავდა.

აღნიშნულ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი "ფეისბუქის" თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. გიორგი აცხადებს, რომ პოლონეთის ჩემპიონატს ზოგიერთი ცუდად აფასებს.

"ზოგიერთი ეხლაც გამოდით და თქვით, რომ პოლონეთის ჩემპიონატი დაბალი დონეა! ბრავო ლეგია", - დაწერა ჩვენებურმა რამდენიმე საათის წინ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან მერებაშვილი პოლონური "ვისლა პლოკის" ღირსებას იცავს, რომელიც ამჟამად ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.



  • lahm16
  • 3 ნოემბერი 2016 03:33
პროსტა სირცხვილია პოლონეთის ჩემპიონატი როგორ უნდა მოგწონდეს სვარკაა მთელი თამაში და ჩაწოდებები imp

  • Sandro23
  • 3 ნოემბერი 2016 17:25
ყაზაიშვილის ლეგიაში ტრანსფერს მაინც არ აქვს გამართლება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით