"გურნიკის" მწვრთნელმა ძალამიძე შეაქო

3-11-2016, 17:23

პოლონეთში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შეაფასეს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ პოლონური "გურნიკის" შემადგენლობას ქართველი ნიკა ძალამიძე შეუერთდა. მასთან დაკავშირებით დღეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა:

"ძალიან მომწონს ძალამიძე. რამდენჯერმე ნანახი მაქვს მისი თამაში. ვიმედოვნებ, ის აუცილებლად შეძლებს ჩვენს დახმარებას", - განაცხადა ანდჟეი რიბარსკიმ.

პოლონური მედიის თანახმად, შესაძლოა, მომდევნო ტურში, რომელსაც "გურნიკი" კრაკოვის "ვისლას" წინააღმდეგ გამართავს, ქართველ ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, 24 წლის ძალამიძეს პოლონეთის ჩემპიონატში ადრეც უთამაშია და მას რამდენიმეწლიანი გამოცდილება გააჩნია.



  • Sandro23
  • 3 ნოემბერი 2016 17:26
ლეგია - გურნიკი საინტერესო იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით