"სიტი" ობემეიანგის ტრანსფერის განხორციელებას იანვარშივე ეცდება!

3-11-2016, 22:42

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ხოსეპ გვარდიოლა მოახლოებულ სატრანსფერო ბაზარზე თავდასხმის ცენტრის გაძლიერებას  ემერიკ ობემეიანგის დამატებით ეცდება.

მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბურუსიას" 27 წლის ფორვარდი დიდი ხანია მადრიდის "რეალის" ინტერესთა სფეროშია, თუმცა ესპანელები ზაფხულამდე ტრანსფერის განხირციელებას ვერ შეძლებენ, რაც "მანჩესტერ სიტის" შანსებს აორმაგებს.

მართალია, "ქალაქელებს" ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე კუნ აგუერო ჰყავს, თუმცა გვარდიოლას მისი ღირსეული შემცვლელი და გამოკვეთილი "ცხრიანი" სჭირდება, ამიტომაც იანვარში გერმანული კლუბისთვის მსუყე შეთავაზების გაკეთებას გეგმავს.

ობემეიანგი დორტმუნდულ კლუბში 2013 წლიდან თამაშობს და ამ დროის მანძილზე სულ 104 ოფიციალურ შეხვედრაში 61 გოლი აქვს გატანილი.



  • levani25
  • 4 ნოემბერი 2016 01:09
ეს მილანმა გააგდო smile

  • koxre
  • 4 ნოემბერი 2016 22:39
რაში უნდა ეხლა სიტის ობამეიანგიიიი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით