ჭანტურიას თარხანოვი გაწვრთნის

4-11-2016, 15:07

ქართველი ლეგიონერის გუნდში სამწვრთნელო შტაბის განახლება მოხდა.

მოგეხსენებათ, "ურალის" ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვაძიმ სკრიფჩენკო გაათავისუფლა.

დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში "ურალს", რომლის შემადგენლობაშიც გიორგი ჭანტურია ასპარეზობს.

ეს ადამიანი ალექსანდრ თარხანოვია. ყაზახი სპეციალისტი 62 წლისაა და საკმაო გამოცდილება აქვს. ის "ურალს" აქამდეც წვრთნიდა, 2013-2015 წლებში.



  • Sandro23
  • 4 ნოემბერი 2016 15:09
მთავარია ხშირად ათამაშოს

  • levani25
  • 5 ნოემბერი 2016 02:19
ციტატა: Sandro23
მთავარია ხშირად ათამაშოს

რაც უფრო ნაკლებად იქნება ფბ-ზე და ინსტაგრამზე მით უფრო ხშირად ათამაშებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით