"ჩელსის" სამიზნეს ევრო 2016-ზე მოწევის უფლება აქვს

25-06-2016, 02:09

გავრცელდა მეტად უცნაური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლონდონის "ჩელსის" სამიზნეს მთავარმა მწვრთნელმა მოწევის უფლება დართო. ეს ფეხბურთელი ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანია. მისმა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა განაცხადა, რომ იცის ამ ფაქტის შესახებ და ფეხბურთელს მოწევის ნება თვითონ მისცა, რადგან ნაინგოლანი ამ მავნე ჩვევას თავს ვერ ანებებს. "დიახ, რაჯა ნამდვილად ეწევა და მე ეს ფაქტი ვიცი. მე არ ვაპირებ ამის გამო რადიკალური ზომების მიღებას, რადგან ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ის მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურება და ნაინგოლანზე სიგარეტი გავლენას არ ახდენს."-  განაცხადა მარტ ვილმოტსმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით