გვარდიოლა: "მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ"

5-11-2016, 22:16

მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "მიდლსბროსთან" ფრედ, 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ შეხვედრის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და ბოლო წუთზე გამათანაბრებელი გოლი მივიღეთ. ეს ყველაფერი ძალზე სამწუხაროა იმიტომ, რომ თავისუფლად შეგვეძლო თავიდანვე გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი."

"ახლა დროა ასეთ შედეგს შევეგუოთ. უკანასკნელ 3 საშინაო შეხვედრაში ერთბაშად 6 ქულა დავკარგეთ რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ლიგა გრძელდება და ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის." - განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით