აგუერო: "უცნაურია, რომ გამარჯვება ვერ შევძელით"

6-11-2016, 12:37

"სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, "მიდლსბროსთან" ფრე 1-1 თამაშის შემდეგ შეაჯამა შეხვედრა.

"უცნაური და ცოტა მძიმე თამაში იყო. შეხვედრას მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით და ვიმსახურებდით გამარჯვებას. თითქმის ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით 3 ქულის მოპოვებას, თუმცა არ გაგვიმართლა. სამშაბათს ბარსელონასთან შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და 3-1 გავიმარჯვეთ. მომდევნო მატჩშიც ჩვენგან ყველა ელოდა 3 ქულის მოპოვებას. ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. პრემიერ ლიგა რთული ჩემპიონატია, აქ ნებისმიერ გუნდს შეუძლია დაგამარცხოს. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შანსი, თუმცა მატჩი მაინც 1-1 დასრლდა." - განაცხადა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" 24 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. თუმცა "ლივერპული" და "არსენალი" თავიან მატჩებს დღეს ჩაატარებენ და შესაძლოა გვარდიოლას გუნდმა დაკარგოს ეს პოზიცია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით