• 01-07-2023
    ლაშა სალუქვაძე: "ხვიჩას "რეალსა" და "ბარსაში" თამაში შეუძლია"
    ლაშა სალუქვაძე: "ხვიჩას "რეალსა" და "ბარსაში" თამაში შეუძლია"
    Author of the article
    Aa

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტმა, ლაშა სალუქვაძემ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, სალუქვაძემ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

    "ქართველები ბედნიერი ვართ, ხვიჩა კვარაცხელია რომ გვყავს. კვარა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

    "ხვიჩა საქართველოსთვის ნამდვილი ოქროა. ის "ნაპოლიში" უნდა დარჩეს,, თუმცა თუ "ბარსელონასა" და "რეალის" დონის გრანდებისგან წინადადება მიიღო, შეუძლია, წავიდეს.

    "კვარა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მას კარგი აგენტი ჰყავს და თუ ვითარება შეიცვალა, ხვიჩას მომავალთან დაკავშირებულ საკითხს ის გადაწყვეტს. 

    "კვარაცხელიამ აჩვენა, რომ "რეალისა" და "ბარსას" დონის კლუბებში თამაში შეუძლია. იგი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შემთხვევით არ გამხდარა და ასეთი ტრანსფერი დაიმსახურა", - განაცხადა ლაშა სალუქვაძემ.

    Facebook კომენტარები